"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ავთანდილ ენუქიძე საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას არ აპირებს. ამის შესახებ ის "რუსთავი 2"-ს ესაუბრა.
"მე ვარ და ვრჩები "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა [სწორი]. როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით, ყველას თავისი აზრი აქვს", - თქვა მან.
ენუქიძეს დეტალებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა. მან სატელეფონო კომენტარზე უარი თქვა.
რამდენიმე დღის წინ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. პარტიას 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით სულ 4 მანდატი აქვს, ერთ-ერთი მილიონერ ავთანდილ ენუქიძეს ეკუთვნის.
ასევე ნახეთ მილიონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციიდან