ნარიყალაც ინგრევა           

ნარიყალას ციხესიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. ძეგლის შერჩევის კრიტერიუმები მისი ისტორიული მნიშვნელობა და ამჟამინდელი არასახარბიელო მდგომარეობა იყო. მარტში გადაწყდება, შევა თუ არა ისგანსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში“, რომელსაც ორგანიზაციაევროპა ნოსტრაახორციელებს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამაში მოხვედრა ნარიყალას რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხის მოძიებას გააადვილებს. თავად პროგრამა ძეგლის სამუშაოების პირდაპირ დაფინანსებას არ ითვალისწინებს.

პროგრამის სახელი ცოტა დამაბნეველია. „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფიამ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ძეგლი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ხვალ და ზეგ დაინგრევა. ეს ნიშნავს, რომ ამ ძეგლს სჭირდება ყურადღება“, - ამბობს თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე.

ნარიყალა განსაკუთრებით დაზიანდა 1827 წელს, როდესაც თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაშინ გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის განადგურა, დაზიანდა გარე კედლებიც. ნარიყალას ციხესიმაგრეს დანგრევის საფრთხე ახლაც ემუქრება.

„2017 წელს თბილისის განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი ნაწილი ჩაატარა. წელს შევუკვეთეთ პროექტი, რომლის მომზადების შემდეგ გვეცოდინება, რა სახის სამუშაოებსა და ხარჯთან გვექნება საქმე“, - განმარტავს ალექსანდრე ტოგონიძე.

2016-2017 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა:

  • ციტადელის აღმოსავლეთის კედელ-ბურჯის რესტავრაცია, ძველი სატრაპეზოს ნაცვლად, რომელიც მიდგმულია გალავანზე;
  • აშენდა ახალი ნაგებობა (საერო სახლი);
  • ჩატარდა სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ციტადელის აღმოსავლეთ კედელზე (მე-2 და მე-8 ბურჯებს შორის);
  • ამავე მონაკვეთში, გალავნის თავზე, მთელ გაყოლებაზე, დამთვალიერებლების გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, მოეწყო აგურის დაბალი კედელი;
  • შენობის მიმდებარედ არსებული ქუროს უძველესი ნაშთი დაიფარება შუშის კონსტრუქციით.

თბილისი ნამდვილად ვახტანგმა დაარსა?

ნარიყალას ციხესიმაგრე ისტორიულ ცნობებში პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ნარიყალაში, როგორც წესი, ან ქართველების, ან დამპყრობლების გარნიზონები იდგა, თუმცა, როგორც ისტორიკოსი გიორგი ჭანიშვილი ამბობს, აქ ბრძოლები ნაკლებად იმართებოდა. ნარიყალას არ ახსოვს ისეთი შეტაკებები, როგორიც საქართველოს სხვა ციხეებს.

რეალურად თბილისის დაარსებას ვახტანგ გორგასალს ტყუილად ვაბრალებთ. ქალაქი მანამდეც იყო. ნარიყალა მე-4 საუკუნისაა. 40 სებასტიანელი მოწამის ეკლესიასთან გათხრები გაკეთდა და აღმოჩნდა აბანო, რომელიც მეორე საუკუნის არის, ანუ აქ მეორე საუკუნეშიც დასახლება იყო“, - ამბობს გიორგი ჭანიშვილი.

თბილისელი არაბის ასტროფიზიკური ობსერვატორია

ნარიყალა ორ ძირითად ნაწილად იყოფა:მაღლა ციხე, სადაც ციტადელია, და დაბლა ციხე, სადაც ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული სახელისუფლებო რეზიდენცია იყო. თავდაპირველად ის შურის ციხედ იწოდებოდა ან დედა ციხედაც. ტერმინი „ნარიყალა“ მოგვიანებით გაჩნდა. კომპლექსი მოიცავს კოშკებს, ეკლესიას, წყლით მომარაგების სისტემას... იმის გამო, რომ თბილისი ძალიან ბევრჯერ არის დანგრეული, ციხესიმაგრე სრული სახით არ შემორჩენილა.

ნარიყალა მარტო ის არ არის, რასაც ახლა ვუყურებთ. მის გაყოლებაზე, ქართვლის დედის ცოტა იქით, არის არქეოლოგიური კვლევის კერა - შახ ტახტი. აქ მე-8-მე-11 საუკუნეებში ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო. სპარსულ წყაროებში მოიხსენებენ კიდეც წარმოშობით არაბ თბილისელ ასტროფიზიკოს“, - ჰყვება მერაბ ძნელაძე და ნარიყალას ახლანდელ მდგომარეობას ასე აღწერს: სამწუხაროდ, ეს სალოლიავები ძეგლი არ არის ისე წარმოჩენილი, როგორც საჭიროა. ზედა ნაწილი, ფაქტობრივად, მიტოვებულია, საჭიროებს გათხრებს, კვლევას, რესტავრაციას. იქ ძალიან სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი“.

კერძოდ, რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი და რა დაჯდება ნარიყალას გადარჩენა, თბილისის განვითარების ფონდს ჯერ დადგენილი არა აქვს. ფონდში აცხადებენ, რომ, მართალია, ნარიყალას პროგრამაში მოხვედრა თანხების მოზიდვას გააადვილებდა, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, ძეგლი მზრუნველობის გარეშე მაინც არ დარჩება.