ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს ყველა დეპუტატმა ოფიციალურად მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართეს განცხადებებით ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს სიით არჩეულმა დეპუტატებმა. „ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საარჩევნო ბლოკიდან განცხადება 36-ვე დეპუტატმა დაწერა. მათ შორის, საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებს პარტიიდან ახლად წასული გრიგოლ ვაშაძე.

პარლამენტის წევრის უფლებამოსულებაზე შეწყვეტის მიზნით განცხადდებები დაწერეს:

  1. ბუბა კიკაბიძე;
  2. გრიგოლ ვაშაძე;
  3. ნიკა მელია;
  4. ხატია დეკანოიძე;
  5. კობა ნაყოფია;
  6. დევი ჭანკოტაძე
  7. ლევან ვარშალომიძე;
  8. სალომე სამადაშვილი;
  9. ზაალ უდუმაშვილი;
  10. ხათუნა სამნიძე;
  11. რომან გოცირიძე;
  12. თემურ ჯანაშია;
  13. ნატო ჩხეიძე;
  14. რამაზ ნიკოლაიშვილი;
  15. კახაბერ ოქრიაშვილი;
  16. გუბაზ სანიკიძე;
  17. აბდულა ისმაილოვი;
  18. ცეზარ ჩოჩელი;
  19. თამარ კორძაია;
  20. სულხან სიბაშვილი;
  21. გიორგი გოდაბრელიძე;
  22. დავით ხაჯიშვილი;
  23. დილარ ხაბულიანი;
  24. თინათინ ბოკუჩავა;
  25. როსტომ ჩხეიძე;
  26. დავით კირკიტაძე;
  27. გიორგი ბოტკოველი;
  28. ეკატერინე ხერხეულიძე;
  29. მანუჩარ კვირკელია;
  30. ნიკა მაჭუტაძე;
  31. აკაკი მინაშვილი;
  32. ნონა მამულაშვილი;
  33. ლევან ბეჟაშვილი;
  34. ბაჩუკი ქარდავა;
  35. ლევან ხაბეიშვილი;
  36. ანა წითლიძე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია" მიიღო 27,18% (523 127 ხმა). ის არ ცნობს შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ბლოკმა სია გაანულა, რაც ნიშნავს იმას, რომ, მას შემდეგ, რაც 36 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდება, მათ პარლამენტში ადგილმონაცვლე აღარ ეყოლებათ.

ამ დროისთვის ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს გარდა, მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართეს „ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს" სიებით არჩეულმა დეპუტატებმა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა.