აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ სახლების დემონტაჟი განახორციელა
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დღეს აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს. მფლობელებმა შენობები სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე ნებართვის გარეშე ააშენეს. ადგილობრივები, რომლებიც დემონტაჟს ადევნებდნენ თვალს, ამბობენ, რომ ნაგებობები უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ და აქ ის ოჯახები სახლდებიან, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ.