ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - სხვა ლიდერებზე ბევრად უფრო გვიან

ჯო ბაიდენისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში 2011 წ. 10 მარტს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს მოხდა ერთი თვის მერე, რაც ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა ხმების დათვლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე და მილოცვები მიიღო მსოფლიოს ლიდერების უმრავლესობისგან.

პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვება საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა. კოლეგიამ წუხელ გამოაცხადა შედეგები. ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა - 232.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პუტინმა ტრამპს კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში მიულოცა გამარჯვება. მაშინ ტრამპის მეტოქემ, ჰილარი კლინტომა აღიარა მისი გამარჯვება. თავად ტრამპი არ აღიარებს ბაიდენის გამარჯვებას და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

პუტინმა ადრე განაცხადა, რომ არ იჩქარებს მილოცვას, ვინაიდან სურს დაელოდოს აშშ-ის „იურიდიულ პროცედურებს“.