ბაქოს თანახმად, აღდამის რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეა.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ თვეში სომხეთის ძალებთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისი ოთხი სამხედრო იქნა მოკლული.
სამინისტროს 13 დეკემბრის განცხადებაში არ არის ნახსენები, სად დაიღუპნენ ეს სამხედროები. ნახსენებია მხოლოდ, რომ ეს მოხდა იმ არეალში, რომელიც აზერბაიჯანის ჯარებმა დაიკავეს 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ.
აღდამის რაიონი, ერთ-ერთია იმ შვიდი რაიონიდან, რომელზეც აზერბაიჯანმა 27 სექტემბრის შემდეგ დაწყებული საბრძოლო მოქმედებებისა და 9 ნოემბერს შეთანხმებული სამმხრივი განცხადების შემდეგ აღადგინა კონტროლი.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა ჰადრუთში ეთნიკური სომხების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების წინააღმდეგ იერიშში.
ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა მანამდე განაცხადეს, რომ მათი სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა 11 დეკემბრის შეტაკებებში.