მე-10 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობის პირველ დღეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია. 15 კომიტეტის თავმჯდომარეების სია ასეთია:

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი;
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი.
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია;
  • ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი.

როგორ განაწილდებოდა თანამდებობები პარლამენტში, პირველ სხდომამდე ერთი დღით ადრე უკვე იყო ცნობილი.

დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.