აზერბაიჯანი 10 დეკემბერს მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნავს მთიანი ყარაბაღისათვის მიმდინარე 44-დღიან საომარ მოქმედებებში გამარჯვებას.
სამხედრო აღლუმს დაესწრება აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც 9 დეკემბერს ესტუმრა აზერბაიჯანს.
მთიანი ყარაბაღის გარშემო 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.
44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.
10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერბმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.
მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.