პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს დანიშნა

​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს დანიშნა. მან შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

სხდომა, 12:00 საათზე გაიმართება.

ასევე ნახეთ ვინ მოხვდა 2020 წლის პარლამენტში - ცესკოს მონაცემებით გასული დეპუტატების სია 

ამ დროის მონაცემებით 8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები იმართება. მთავარი საკითხია მხარეები შეთანხმდნენ კომპრომისულ ვერსიაზე, რომელიც მათთვის მისაღები იქნება. ხელისუფლება განმეორებით არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კი სწორედ ესაა.