მიხეილ შუღლიაშვილი და მისი მუსიკა: ალგორითმი როგორც ემოცია

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ შუღლიაშვილი და მისი მუსიკა: ალგორითმი როგორც ემოცია


დამდეგი, 2021 წლის 17 იანვარს, ქართული თანამედროვე კულტურისთვის გამორჩეული ფიგურის იუბილე დგება. ამ დღეს 80 წლისა გახდებოდა მუსიკოსი მიხეილ შუღლიაშვილი - პედაგოგი და ავანგარდული მუსიკის კომპოზიტორი. ქართული კულტურული კონტექსტისთვის მოულოდნელი და უნიკალური შემოქმედი - რომელსაც „ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება.

თამრიკო კორძაია

მიხეილ შუღლიაშვილის პირველი ნაწარმოები, რომელიც მოვისმინე, იყო „დიდი ქრომატიული ფანტაზია“ – სამი ფორტეპიანოსთვის 1975 წელს დაწერილი, ერთსაათიანი ოპუსი. და იმის მიუხედავად, რომ არც კლასიკური მუსიკის დიდი მსმენელი ვარ და მეოცე საუკუნის მღელვარე ავანგარდული მუსიკისთვის მით უმეტეს არ მაქვს გაწაფული ყური, ის ერთი საათი ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური გამოცდილება, რაც კი მუსიკისგან ოდესმე მიმიღია. ამ მუსიკას, მასთან პირველი შეხებისას, რაღაც უცნაური ინტენსივობა და ექსპრესიულობა ჰქონდა. მისი ზემოქმედება არ იყო უბრალოდ „ემოციური“ – ეს უფრო ტალღოვან ექსტაზს გავდა და მის ძალას მომენტებში ლამის ფიზიკურად ვგრძნობდი.

„ავანგარდისტს“ მიხეილ შუღლიაშვილს ხშირად უწოდებენ ხოლმე. მისი ნაწარმოებები შორს იყო საბჭოთა სახელმწიფოს მიერ დაშვებული და მხარდაჭერილი მუსიკალური ფორმებისგან და ღირებულებებისგან და ამდენად ის, როგორც კომპოზიტორი, ჩრდილში

დავით შუღლიაშვილი

რჩებოდა. ქართველი კრიტიკოსები გეტყვიან, რომ შუღლიაშვილის მუსიკა ეხმიანება დასავლური მოდერნიზმის ტალღას - პრინციპს, რომლისთვისაც მუსიკა არ წარმოადგენდა სტატიკურ ფენომენს, განსაზღვრულს მუდმივი ჭეშმარიტებებით და კლასიკური წესებით. პირიქით - მოდერნიზმის ესთეტიკაში მუსიკა განსაკუთრებული ინტენსივობით მოგვევლინა ისტორიასთან მჭიდროდ დაკავშირებულ, განვითარების მუდმივი შესაძლებლობებების მომცველ ფენომენად. თავის მუსიკაში ალგორითმული აზროვნების და მათემატიკური პრინციპების ინტენსიურად გამოყენების გამო მიხეილ შუღლიაშვილს ზოგჯერ ადარებენ იანის ქსენაკისს - მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საკულტო კომპოზიტორს, ინჟინერს და მათემატიკოსს,რომლისმუსიკალური ნაწარმოებები გაუხედნავი, მოუთოკავი, ლამის ველური ენერგიითაა დამუხტული, მაგრამ თუკი მათ სტრუქტურაში გვსურს ჩაღრმავება, მაშინ ალბათობის თეორიის თუ კომბინატორული მათემატიკის პრინციპების ცოდნა გვმართებს.

რეზო კიკნაძე და სალომე ასათიანი, 2017 წელი

თუმცა, ტერმინი „ავანგარდი“ - რომელიც ბევრისთვის უწინარესად სამხედრო ასოციაციებს აღძრავს, ელიტური დანაყოფების სახეებს, რომლებიც დანარჩენ ძალებს წინ მიუძღვიან და მამაცად იჭრებიან უცხო, თუ მტრულ ტერიტორიაზე - ხელოვნებაში, მოგეხსენებათ, პირობითია. ის, რაც დღესსიახლე, რადიკალიზმი თუ „ავანგარდია“, ხვალ შესაძლოა დამკვიდრებულ კლიშედ იქცეს, რადგან ავანგარდიზმი და შემოქმედებითი რადიკალიზმი თავისთავად, განყენებულად არ არსებობს, ის ასეთად ყოველთვის კონკრეტულ კონტექსტში არსებულ და დამკვიდრებულ ნორმებთან მიმართებით გვევლინება.

მიხეილ შუღლიაშვილის მუსიკის ძალა და მნიშვნელობაც მხოლოდ

ზურაბ ნადარეიშვილი

თავისი კონტექსტის „ავანგარდში“ ყოფნა არ არის, ის ალბათ ყველა დროში იქნება თავისებურად აქტუალური და, რაც მთავარია, ემოციურად დამუხტული. გამოუვალი მდგომარეობის ინტენსიური განცდა, რომელსაც ეს მღელვარე, დრამატული, მქუხარე, პროგრესიის რთული ლოგიკის შემცველი მუსიკა დროდადრო აღძრავს, მაშინ ალბათმწვავედ და რადიკალურად პასუხობდა გვიანდელი საბჭოეთის კლაუსტროფობიულ და აბსურდულ ატმოსფეროს. და ეს მუსიკა მწვავეა დღესაც - ბოლო ხანებში მას ხშირად ვუსმენ და ჩემთვის ის ზუსტად ესადაგება გლობალური პანდემიის შფოთს, თუსიმძიმეს.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

„ეს არის ამ მუსიკის ინდივიდუალობა. ის ტრიალებს, ტრიალებს და ვითარდება, თან ტრიალებს და ისევ ისე მიდის რაღაც მომენტამდე, მერე ისევ იწყებს ახლიდან განვითარებას“ - გვეუბნება პოდკასტის დღევანდელი გამოშვების ერთ-ერთი სტუმარი, შვეიცარიაში მცხოვრები პიანისტი თამრიკო კორძაია, რომელიც რეგულარულად ასრულებს შუღლიაშვილის მუსიკას და განაგრძობს: „ხომ არსებობს ადგილები ოკეანეებში, სადაც წყალი ტრიალებს და ყველაფერს, რაც ახლოს მიდის, ითრევს. არსებობს უზარმაზარი მორევები, არსებობს პატარები. მისი მუსიკა ჩემთვის ასეთ სურათს ქმნის. შესრულების დროსაც, მოსმენის დროსაც. ეს არ არის უბრალოდ ნოტები, ეს არის საკუთარი ოთახი, ადგილი, სადაც შედიხარ, როცა ამ მუსიკასთან გაქვს შეხება და ეს გითრევს, ყველანაირად. ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს ეს ჩემთვის - როგორც კი ხდება კონცენტრაცია და ჩაგითრევს, მერე ვეღარ გამოდიხარ, თუნდაც ერთი საათი კი არა ოთხი საათი იყოს. აღარც გინდა რომ გამოხვიდე, ენდობი უკვე და მიყვები ამ დინებას.“

„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი კიდევ რამდენიმე სტუმარს მასპინძლობს. მათ შორისაა დავით შუღლიაშვილი, ეთნომუსიკოლოგი და მიხეილ შუღლიაშვილის შვილი, რომელიც მამის შემოქმედებას და ცხოვრებისეულ გზას იხსენებს და მისი მუსიკიდან რამდენიმე ფრაგმენტის მნიშვნელობას გვიხსნის. ჩვენი სტუმრები არიან ასევე მიხეილ შუღლიაშვილის ყოფილი მოწაფეები - მუსიკოსი,პედაგოგი და კომპოზიტორი რეზო კიკნაძე, რომელმაც, სხვა ბევრ საინტერესო სათქმელთან ერთად, ჩემი თხოვნით მუსიკის და მათემატიკის ურთიერთმიმართების შესახებაც ჩაგვიტარა სახელდახელო ლექცია, და კომპოზიტორი ზურაბ ნადარეიშვილი, რომელიც მიხეილ შუღლიაშვილის, როგორც მუსიკის პედაგოგის რეპერტუარში არსებულ სწავლების დინამიკურ, არაორდინარულ და ზოგჯერ ძალიან სახალისო მეთოდებზე გვიყვება.