ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გიორგი გახარიას ტელეფონით ელაპარაკა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერში" წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას.

ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით.

მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია”, - აღნიშნავს ევროკომისარი.