რუსთავში გარემოვაჭრეებმა, რომლებიც ე.წ. სტამბულის ბაზრის სიახლოვეს ვაჭრობენ, ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, სავაჭრო დახლები გაშალეს.
მოვაჭრეებმა დღის პირველ ნახევარში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს და მესხიშვილის ქუჩა გადაკეტეს.
ასევე ნახეთ რუსთაველმა მოვაჭრეებმა გზა გადაკეტესაქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იაფი საქონლით ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რადგან ვერ ხვდებიან ვერც ერთ იმ კატეგორიაში, ვისაც მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ასევე ნახეთ თვითდასაქმებულები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენსავაჭრო დახლების გაშლის შემდეგ მათთან რუსთავის მერიის თანამშრომელი მივიდა, რომელმაც გარემოვაჭრეთა სიის შედგენა დაიწყო. მან გარემოვაჭრეებს აუხსნა, რომ სიაში მოხვედრილი ადამიანების დახმარების საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლიან, მანამდე კი მოვაჭრეებმა დახლები უნდა აიღონ. ამაზე გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.
ვაჭრობა ისევ გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელებიც.
ასევე ნახეთ ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტიახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დააწესა. აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა.