ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 2 309 კომპანიას საქმიანობა შეაჩერებინა. უწყებაში აცხადებენ, რომ 2 738 ობიექტი გააფრთხილა, 2 კი დააჯარიმა.
გარდა ამისა, როგორც შრომის ინსპექცია განმარტავს, მათ აღმოაჩინეს ორი კომპანია, რომლებიც დაჯარიმების მიუხედავად, განაგრძობდნენ საქმიანობას და მათ შესახებ საქმის წარმოების დასაწყებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
დაჯარიმებული და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემულია კომპანია შპს "ონლაინ მეჯიქ", რომლის ბრენდული სახელიც "რეფორმერი ფიტნესია". კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩერა, რის გამოც ის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმების მიუხედავად, მან საქმიანობა განაგრძო.
ასევე ნახეთ ფიტნესკლუბის მფლობელი, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება, 10 000 ლარით დააჯარიმეს ასევე ნახეთ ფიტნესკლუბს, რომელიც 10 ათასით დაჯარიმდა, ზურა ჯაფარიძე "სახლად" ქირაობს და ხალხს ეპატიჟებასაქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან კიდევ დაამატა კომპანიების ჩამონათვალი. აკრძალულია სპორტული დარბაზების მუშაობა, რესტორნებს კი სტუმრის ადგილზე გამასპინძლება ეკრძალებათ. შეზღუდვების გამო კომპანიები შემოსავალს კარგავენ, დასაქმებულები კი - სამუშაო ადგილებს. კომპანიების ერთი ნაწილი საერთოდ დაიხურა.