მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მოგვიანებით, მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება. კახის კორონა აქვს, მეც მაქვს და მთელ ჩვენს ოჯახს დაგვემართა, ეს ისეთი რაღაცაა, ვერ გაიგებ, სად დაგემართება და როგორ. ჩვენ უკვე ერთი კვირაა ასე ვართ და 6-7 დეკემბერს სრულდება ჩვენი იზოლაცია და ყველაფერი იქნება რიგზე“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კახი კავსაძის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება 28 ნოემბერს მიიღეს.