საქართველოს ხელისუფლება, კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგოდ, ახალ შეზღუდვებს აწესებს, რომელიც მომავალი 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მთავრობის ინფორმაციით, შეზღუდვები არ ეხება რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს, მათ შორის:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას;
- ასევე, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება;
- და სხვ.
ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.