დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული ფეხბურთელი გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მარადონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ნოემბრის დასაწყისშიც მოხვდა კლინიკაში - ტვინში სისხლის გაჟონვის გამო, სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარდა და 11 ნოემბერს გაწერეს.

სამწუხაროდ მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონს დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. მსოფლიომ დიეგოს სახით უდიდესი ადამიანი დაკარგა.

დიეგო არმანდო მარადონამ საკლუბო დონეზე ითამაშა „არგენტინოს ხუნიორსში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ბარსელონაში“, „ნაპოლიში“, „სევილიასა“ და „ნიუელს ოლდ ბოისში“ და 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 91 მატჩი და 34 გოლია. 1986 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.