აშშ-ში 12 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა

აშშ-ში კორონავირუსით უკვე 12 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4,5 მილიონს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 256 700-ზე მეტი ადამიანი.

ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მონსეფ სლაუიმ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ვაქცინაცია შესაძლოა, 11 დეკემბრიდან დაიწყოს.

მედიკამენტების და საკვები პროდუქტის ხარისხის მაკონტროლებელი ფედერალური სააგენტოს(FDA) მიერ მიწვეული ექსპერტები 10 დეკემბერს შეიკრიბებიან, რათა გადაწყვიტონ შესაძლებელია, თუ არა კომპანიების, Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენება. ამ კომპანიებმა FDA-ს 20 ნოემბერს მიმართეს ვაქცინის სერტიფიცირების განაცხადით.