კარლ ჰარცელი: საქართველოს უნდა ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც ქვეყანაში დღეს არსებულ ყველა გამოწვევას გადალახავს.

ის სასარგებლოსა და ნაყოფიერს უწოდებს ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრებს, რომლის მთავარი მიზანი, ჰარცელის განცხადებით, სამომავლო განვითარების გზების გამონახვა იყო საქართველოსა და მისი პარლამენტისთვის.

კარლ ჰარცელი შენიშნავს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია შეთანხმების მიღწევა იმისათვის, რომ საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, „სადაც მისი წევრები აიღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით და რისი მიღწევაც გვინდა. პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს".

ელჩების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა.