ცესკოს სხდომამ ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რომლებიც გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.

ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვაიასთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ცესკოს სხდომამ "ევროპული საქართველოს" წევრის ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. მოგვიანებით ცესკოს თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

ცესკოში მიმდინარე სხდომის პარალელურად ხმაურია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.