სომხეთის ომბუდსმენმა დაგმო დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის ფაქტები

არმან ტატოიანი

სომხეთის ომბუდსმენმა, არმან ტატოიანმა, დაგმო დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა, რასაც 10 ნოემბრის ღამეს ჰქონდა ადგილი როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე ჟურნალისტების მიმართ.



მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაკეთებული ერთობლივი- აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსული, - განცხადების შემდეგ, განრისხებული მოქალაქეებისა და ოპოზიციური პარტიების მომხრეთა ნაწილი 10 ნოემბრის ღამით თავს დაესხა და სასტიკად სცემა, სომხეთის პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი. ხოლო ათობით ახალგაზრდა, დაახლოებით 40 კაცი, თავს დაესხა რადიო თავისუფლების ოფისს.

„იმისათვის, რომ დაეზიანებინათ სერვერები, რათა არ გავსულიყავით ეთერში. მათ სცადეს ჩაემტვრიათ კარი და დაერტყათ ჩემთვისა და ოპერატორისთვის“, - წერს რადიოს სომხური სერვისის პროდიუსერი არტაკ ჰამბარძუმიანი ფეისბუკზე.




„დაუშვებელია და ყველანაირ დაგმობას იმსახურებს არარატ მიროზიანის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, მით უფრო, როდესაც ის შვილთან ერთად იმყოფებოდა. დასაგმობია რადიო თავისუფლების ერევნის ბიუროზე თავდასხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა მედიის ქონებისა და ტექნიკის დაზიანების, და ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის მცდელობას“, -წერს განცხადებაში სომხეთის სახალხო დამცველი არმან ტატოიანმა.



რადიო თავისუფლების ერევნის ბიუროზე თავდასხმის ფაქტი დაგმო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდელარმა.



„ჩვენი რადიო სომხური სამსახური „აზატიუცუნი“, ერთ-ერთია სომხეთის იმ მცირერიცხოვან მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის, რომელიც ცდილობს წარმოადგინოს კონფლიქტის გამო ღრმად დაპირისპირებული ყველა მხარე. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიციას და საზოგადოებას, რათა დაიცვას „აზატიუცუნის“ და ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტი უფლება, ყოველგვარი მუქარისა და განტევების ვაცად მათი გამოყვანის მცდელობის გარეშე, ობიექტურად და ყოველმხრივ გაავრცელონ ცნობები“, - განაცხადა დეიზი სინდელარმა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა,ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო ომის შეწყვეტაზე შეთანხმების შესახებ. დოკუმენტს სომხეთის ლიდერთან ერთად, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აწერენ ხელს.

შეთანხმების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.

მომიტინგეები ერევანში შეიჭრნენ მთავრობის სახლში და პრემიერ მინისტრის კაბინეტში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.

17-მა ოპოზიციურმა პარტიამ ჯერ კიდევ 9 ნოემბერს მიიღო ერთობლივი განცხადება მთავრობის გადაყენების მოთხოვნით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიასთან განცდილი მარცხის გამო.


სხვა პარტიებს შორის, ამ მიმართვას ხელს აწერენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „აყვავებული სომხეთი“, რესპუბლიკური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტუნი“ და „ჰაერენიკი“.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, მიუხედავად კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 11 ნოემბერს ერევანში დიდი ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართება.