"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც "ქუჩის საკანონმდებლო ორგანოთი" ჩანაცვლებას ეხებოდა, გაუგებარია. ბოკერია პარტიისგან განმარტებებს ელოდება, შეიცვალეს თუ არა აზრი პარლამენტში შესვლაზე.
"ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში", - განაცხადა ბოკერიამ.
ასევე ნახეთ გრიგოლ ვაშაძე: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთანბოკერიას ამ კომენტარს წინ უსწრებდა გრიგოლ ვაშაძის განცხადება. ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.