გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 521-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2970 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 63 650 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2348-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 47 390.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:
1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;
2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;
3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;
4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19;
5 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20;
6 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22;
7 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2859. გარდაცვლილი 18;
8 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2901. გარდაცვლილი 34;
9 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2927. გარდაცვლილი 24;
10 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2970. გარდაცვლილი 22.