უჩა ნანუაშვილი: რაც ახლა ცესკოსთან ხდება დანაშაულია

ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ცესკოს წინ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „ეს არის უკვე ძალის გადამეტებაო“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს და მისი გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას.