თინა ბოკუჩავას განცხადებით, არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური ლიდერების თხოვნით დაუკავშირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ის მართლაც დაუკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარეს და ყოფილ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განემარტა მათთვის ის საჯარო მოთხოვნები, რაც ოპოზიციამ პროტესტის დროს დააფიქსირა. თინა ბოკუჩავას თქმით, მან არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური ლიდერების თხოვნით მიმართა.

„ამ ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთი გზა არის საუბარი იმაზე, რაც რეალისტურია - ეს არის ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც ახლა ციხეში იმყოფებიან“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.