ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ჟურნალისტს, რომელიც 31 ოქტომბერს, არჩევნებს აშუქებდა, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი კაცი თავს დაესხა და მის კამერას წიხლი დაატყა. იგივე კაცი იგინებოდა მედიის სხვა წარმომადგენლების მისამართითაც.
მომხდარის ამსახველი ვიდეო თავად „პუბლიკამ“ გაავრცელა.
Your browser doesn’t support HTML5
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს გულისხმობს ჟურნალისტის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან შინაპატიმრობით.