ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.
არჩევნებით უკმაყოფილო დემონსტრანტების ნაწილი ცესკოსკენ საავტომობილო მსვლელობას აწყობს, ნაწილი უკვე ადგილზეა და შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირზე აბრახუნებს. კონსტრუქციის მიღმა, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ისინი, დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ.