ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოუგებელი თამაშების სერია პარიზშიც გაგრძელდა

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვი

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პარიზში მიმდინარე „მასტერსი" წარუმატებელი აღმოჩნდა. მსოფლიოს რეიტინგში 39-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი კორონავირუსით გამოწვეული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, ივლისში დაუბრუნდა კორტს და მას შემდეგ, ყველა შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. მეტიც, 28 წლის სპორტსმენმა ვერც ერთ წაგებულ მატჩში ერთი სეტიც კი ვერ აიღო.

პარიზში ბასილაშვილი პირველ წრეში მსოფლიოს 35-ე ჩოგანს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და პირველ სეტში სამქულიანი უპირატესობითაც (4:1) უგებდა, მაგრამ ისევ ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 2:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ივლისიდან მოყოლებული, უკვე მეათედ წააგო. პარიზის „მასტერსამდე“ იყო გერმანული საგამოფენო ტურნირი ორი წარუმატებელი მატჩით, ცინცინატის „მასტერსი“, ამერიკის ღია პირველობა, კიცბიუელისა და ჰამბურგის ტურნირები, რომის „მასტერსი“ და „როლან გაროსი“.