პარლამენტში შესვლაზე "სტრატეგია აღმაშენებელიც" უარს აცხადებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა - პარტია სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო საშინელი, ვერაგული მოპყრობა ამომრჩევლის ნებასთან დაკავშირებით", - თქვა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს მონაცემებით, "სტრატეგია აღმაშენებელმა" ამომრჩეველთა 3,15%-ის ხმები მიიღო და პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. ამ შედეგით პარლამენტში ხვდებოდნენ გიორგი ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობა.

ასევე ნახეთ: ენმ - „ძალა ერთობაშია" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე

"გირჩი" არ შედის პარლამენტში

„ლელო" არ აპირებს შევიდეს პარლამენტში

შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებსაც მოუწოდებს, არჩევნები არალეგიტიმურად ცნონ

NDI: დარღვევებმა არჩევნების წინ მიღწეული წინსვლა გადაფარა