„ლელო" არ აპირებს შევიდეს პარლამენტში 

„ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და გაყალბებულად მიიჩნევს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ლელომ“ ხმების 3.16% მიიღო, რის შედეგადაც დეპუტატის ოთხი მანდატი აქვს მოპოვებული.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს. „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 48.22%.