ინფიცირების 1852 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისიდანაა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისიდანაა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411-ია, მათგან მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • აჭარაში - 389;
  • იმერეთში - 441;
  • ქვემო ქართლში - 68;
  • შიდა ქართლში - 51;
  • გურიაში - 28;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114;
  • კახეთში - 20; მცხეთა-მთიანეთში - 51;
  • სამცხე-ჯავახეთში - 27;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 42 579 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1696-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 26 800.