ცესკოს განახლებული მონაცემებით, მეორე ტურში დოლიძის ნაცვლად ჯაფარიძე გადადის

ბოლო მონაცემებით, ანა დოლიძის ნაცვლად დიდუბე-ჩუღურეთში მეორე ტურში ზურა ჯაფარიძე იყრის კენჭს. მონაცემები ცესკოს საიტზე რამდენიმე წუთის წინ აისახა.

ამ დროის მონაცემებით, ჯაფარიძე დოლიძეს 91 ხმით უსწრებს. მონაცემები იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ოქმები ჩასწორდება.

პირველ სამ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • გია ვოლსკი, "ქართული ოცნება" - 29 414 ხმა (42,69%);
  • ზურაბ გირჩი ჟაფარიძე, "გირჩი" - 14 529 (21,09%);
  • ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 14 438 (20,96%).

მეორე ტური "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ გია ვოლსკისა და "გირჩის" ლიდერ ზურა ჯაფარიძეს შორის გაიმართება. თუ ვოლსკი არჩევნებს ვერ მოიგებს, ის პარლამენტს გარეთ დარჩება. ის სიაში 119-ეა.