წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთის უბნები ოპოზიციამ მოიგო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიცია ლიდერობს.

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ხმები ასე ნაწილდება:

  • ენმ - ძალა ერთობაშია - 44,79%
  • ქართული ოცნება - 29,05%
  • გირჩი - 7,83%
  • ევროპული საქართველო - 3,32%
  • ლელო - 3,22%
  • მოქალაქეები - 2,29%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2,10%
  • ლეიბორისტული პარტია - 1,17%

31 ოქტომბრის არჩევნებში, ოფიციალური, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.12% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მიიღო.