საქართველოს პარლამენტის წინ ამ წუთებში დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ შედეგებთან შეგუებას არ აპირებენ.
„წართმეული არჩევნები“ - ასე აფასებენ ისინი 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
1 ნოემბერს ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გასავლელად ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა და მომავალი კვირიდან აქციების ახალი ტალღაც დააანონსა.
აქციას ხალხი ამ წუთებშიც უერთდება.