“ლელო“ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ არ აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

„ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან. „ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“, - აცხადებს პარტია.

„ლელოს“ პოზიციით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობისა და გაყალბების პროცესად და არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას, ვერ იქნება ლეგიტიმური.

ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების განსახილველად და საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ისინი პროტესტს გამოხატავენ, მათივე განცხადებით, უხეშ დარღვევებზე არჩევნების დღეს. ნაწილი კი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს შედეგების ლეგიტიმაციას.

31 ოქტომბრის არჩევნებში, ოფიციალური, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.12% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. საერთო ჯამში, პარლამენტში 9 პარტია შედის.

განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მიიღო.