გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვლილი 28 პაციენტიდან 10 თბილისში გარდაიცვალა, 7 აჭარაში, 7 იმერეთში, 2 შიდა ქართლში, 1 ქვემო ქართლსა და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
კორონავირუსით ინფიცირების 1791 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში - 532;
- იმერეთში - 392;
- აჭარაში - 369;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში - 187;
- ქვემო ქართლში - 86;
- შიდა ქართლში - 62;
- კახეთში - 57;
- სამცხე-ჯავახეთში - 56;
- გურიაში - 29;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 40 727 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 25 104.
აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 335 ადამიანი.
საქართველოს მთავრობის მიერ 1 ნოემბერს, დილით გავრცელებული მონაცემებით, ამ ეტაპზე 15 262 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში მკურნალობენ 4 188 პაციენტს. მათგან 503-ის მდგომარეობა მძიმეა.
კოვიდსასტუმროებშია 2 204 პირი, ბინაზე მკურნალობს 8 870 და საკარანტინო სივრცეშია 3007.