გაერთიანებული ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებს კვირას შეუერთდნენ საპროტესტო აქციას

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს კვირას დღის მეორე ნახევარში რუსთაველის გამზირზე შეუერთდნენ აქციას და პროტესტი გამოთქვან არჩევნების მათი შეფასებით არალეგიტიმური შედეგის მიმართ. ამ მოწოდებას წინ უძღოდა ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში გამართული საგანგებო თათბირი.

"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი" - განაცხადა ნიკა მელიამ. ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნების შედეგები არ არის ლეგიტიმური და "ხელისუფლება მითვისებულია".

ინტერაქტიული რუკა