კოვიდინფიცირებულებმა საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს. სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა საარჩევნო კომისიის წევრებმა ყუთები კლინიკებში შეიტანეს, შემდეგ კი სპეცუბნებზე ხმების დასათვლელად დააბრუნეს. რადიო თავისუფლება თბილისის 57-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, რომლის სიებშიც 302 კოვიდინფიცირებული ირიცხება.