რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 2020 წლის საპარლანეტო არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა 52.26% „ქართული ოცნებამ“ მიიღო.

ეგზიტპოლი საღამოს 17:30 საათის მონაცემებს ასახავს, რომლის თანახმად საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის.

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 52.26%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.33%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 4.2%
  • „გირჩი“ – 3.52%
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 2.61%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37%
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.29%
  • „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.22%
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.02%
  • სხვა პარტიები – 0.69%

ეგზიტპოლი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა ბრიტანულმა კომპანიამ „Survation“. ტელეკომაპნიის განცხადებით, კვლევის ცდომილება 1.2%-ია და 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

მონაცემები 22:00 საათზე განახლდება.

ასევე ნახეთ:

„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%

„Edison Research“-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, 5 ოპოზიციური პარტია - 41%

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლით თბილისში იმარჯვებს ენმ - „ძალა ერთობაშია"