ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შსს-ს, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს საარჩევნო უბანზე, მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე.
გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. როგორც საიას განცხადებაში ვკითხულობთ, ეს პირი დაუპირისპირდა მედიის სხვა წარმომადგენლებსაც და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო „TV პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც.
საია მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებასთან დაკავშირებით.