ნიკა მელია: უდრეკი ქართველი ერი მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგებით გამართლდა მოლოდინი, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდა.

„არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს, რადგან ყელში ამოუვიდა ყველას ცინიზმი, რომ ყველაფერი კარგადაა“, - უთხრა მელიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ. მისი განცხადებით, პასუხი იქნება ღირსეული და მშვიდი და „უდრეკი ქართველი ერი მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს“.

საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 ბლოკი.