ბადრი ჯაფარიძე: ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა მისცენ ქვეყნის და საკუთარი ოჯახების მომავალს და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიძლიოს დღეს არსებული კრიზისი და გამოწვევები.

თავად ჯაფარიძემ, როგორც თქვა, ხმა მისცა „ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას“.

საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 ბლოკი.