აშშ-მა უტილიზება გაუკეთა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის 45 აპარატს, "Aventa-M-ს, რომელიც აპრილის დასაწყისში რუსეთმა თითქოს დახმარების სახით გაუგზავნა აშშ-ს.
ამის შესახებ BuzzFeed-ი უწყება აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა მოწესრიგების (FEMA) სააგენტო.
მაგრამ უცნობია, თუ როდის მოხდა რუსული აპარატების განადგურება.
მაისში FEMA იუწყებოდა, რომ აშშ-მა უარი თქვა გამოეყენებინა გამოუსადეგარი რუსული წარმოების აპარატები, მათ შორის, ამერიკულ საავადმყოფოებში შესაბამისი ელექტრო ადაპტერების არ არსებობის მიზეზით.
მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მსგავსი აპარატებს მანამდე ცეცხლი გაუჩნდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში, რის შედეგადაც 6 კაცი დაიღუპა.
რუსეთმა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატები აშშ-ში სხვა სამედიცინო აღჭურვილობასთან ერთად გაგზავნა. კრემლში აცხადებდნენ, რომ ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ მალე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ტვირთის დიდ ნაწილში ფული გადაიხადა.