ვიქტორ სანიკიძემ "ქართულ ოცნებას" 60 ათასი შესწირა

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა, ცნობილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. თანხის გადარიცხვის თარიღად აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე 13 ოქტომბერია მითითებული.

სანიკიძე წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. იმის გამო, რომ ის პარტიული სიის მე-13 ნომერია, შეიძლება ითქვას, რომ "გამსვლელ სიაშია". 60 ათასი ლარი პარლამენტარისთვის, დაახლოებით, 1 წლის ხელფასია.

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ამ ეტაპზე [16 ოქტომბერი, 11:34 სთ] გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ერთ დღეს, 13 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" 565,2 ათასი ლარის მოცულობის შემოწირულობა მიიღო.