კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარიდანაა

​საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 235 აჭარიდანაა. კრიტიკული მძიმე 28 პაციენტია, მათგან 26 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 30;
  • იმერეთი - 38;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14;
  • კახეთი - 1;
  • მცხეთა-მთიანეთი - 1;
  • გურია - 6;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6 192-მდე გაიზარდა.