მარნეულში თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს და ჯეიჰუნ მუჰამედალის

გიორგი მუმლაძე, ჯეიჰუნ მუჰამედალი

პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენელმა, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორმა გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების" წევრები. მუმლაძის თქმით, ადგილზე მისვლის შემდეგ მასაც დაესხნენ თავს. გარდა ამისა, ფიზკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის" ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს. დაზიანებულია არხის კამერა და მიკროფონი.

ოპერატორზე თავდასხმის შესახებ იუწყება „პირველი არხი".

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა თქვა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

„მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით", - აღნიშნა გოგნიაშვილმა.