"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია, საქმიანობის პარალელურად კენჭისყრის გამო კონკურენტზე უსამართლო უპირატესობა აქვს. ორგანიზაციამ წინასაარჩევნო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 3 კვირის განმავლობაში დაფიქსირებული 61 შემთხვევაზეა საუბრი.
"კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, პოლიტიკური რეკლამის შესახებ, საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
სამტრედიაში, წყალტუბოში, ვანსა და ხონში ჟორჟოლიანის კონკურენტები არიან:
- აკაკი ბობოხიძე - "ევროპული საქართველო";
- ალექსანდრე ჩიქოვანი - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი";
- ირაკლი კობრავა - "პატრიოტთა ალიანსი";
- გივი ჭიჭინაძე - "ქართული ოცნება";
- თორნიკე ართმელაძე - "ლელო";
- კობა ძიძიგური - "კონსერვატიული პარტია";
- გოგი წულაია - "თავისუფალი საქართველო".
ნანუკა ჟორჟოლიანი ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად 23 სექტემბერს დაასახელეს. იმავე საღამოს "მთავარი არხის" ეთერში მისი საავტორო გადაცემა გავიდა, რომლის პირველი ნაწილიც არჩევნებში მონაწილეობაზე წამყვანის მონოლოგი იყო.