19 ოქტომბრიდან სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან

საქართველოს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის დისტანციური სწავლის რეჟიმი 19 ოქტომბერს დასრულდება და ისინი სწავლას აუდიტორიებში გააგრძელებენ.

კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო, ეს არ ეხება მხოლოდ აჭარის რეგიონს, სადაც სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდება.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში სასწავლო დაწესებულებები გაზაფხულიდან არიან დისტანციური სწავლების რეჟიმზე.