ბელარუსი დაახლოებით 330 მილიონ დოლარს გადაუხდის ვალის სახით რუსეთის გაზპრომს რუსეთისგან მიღებული მილიარდნახევარი დოლარის ოდენობის კრედიტიდან, ამცნო სააგენტო ტასს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა.
რუსეთი ბელარუსს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის პირველ ნაწილს, მილიარდ დოლარს, წლის ბოლოსთვის გადაურიცხავს, ხოლო დანარჩენს - 2021 წელს. სილუანოვმა ამ კვირაში განაცხადა, რომ კრედიტი ბელარუსს დაეხმარება გადაიხადოს ვალები და ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოს.
კრედიტის თაობაზე შეთანხმება შედგა 14 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას შორის შეხვედრისას.
მათი შეხვედრა პირველი პირისპირ საუბარი იყო ორ ლიდერს შორის მას მერე, რაც ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ ყოველდღიურად იმართება დემონსტრაციები, რომლებიც სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა.