გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI-ის კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 54% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, 35% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

მეთოდოლოგია

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 75 პროცენტი.