ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებს ტემპერატურას შეუმოწმებენ

ბათუმში შემსვლელ და გამსვლელ ყველა მოქალაქეს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ტემპერატურა აღმოაჩნდებათ, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.

საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 100-დან 200-მდე მერყეობს, მათ შორის უმრავლესი ბათუმს უკავშირდება. მაგალითად, დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში გამოვლენილი 196 შემთხვევიდან 144 ბათუმთან კავშირში იყო.